***


***
დაღლილი სივრცე, სივრცე და ღამე
დაცლილი სახლი, სახლი და ბოთლი
გარეთ ქარია და ქარში სვამენ,
გარეთ ქარია... და აღარ მყოფნი.
იწვიმებს ალბათ დალბება მთვარე
ჩამოიშლება ღრუბლების რძეში,
შენზე ფიქრები ტკბილი და მწარე...
შემშლის ამ ღამით უთუოდ შემშლის.
დაცარიელდა ოთახში ხმები,
წიგნებმა მტვერი აიკრეს ყდებად,
მე უშენობას ყოველდღე ვხვდები...
შენ უჩემობას, ყოველდღე ბედავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი