დედას
ახლა გვაშორებს სულ რაღაც სამი ზღვა და ათასი ფიქრების ხიდი, ვტოვებ ბავშვობას რომ იქნებ რამით ვიპოვო შვება, ოთახი მშვიდი, ოთახი ჩუმი, საწოლი ისევ კუთხეში მარჯვნივ და დროა ძილის, ტემპერატურა ჩვეული იწევს და მთელ სხეულში სიცივე მივლის. სიცივე აკრავს სარკმელს და მაინც გათოშილ თითებს ვადებ მინაზე და ვგრძნობ რა მალე მშველის წამალი დედის ნაქონი, ბედის წინაშე. ვწვები და ბორგვას სხეული იწყებს თან გამიფუჭდა ბოლო დროს ხედვა და მკლავს ბავშვური ფიქრები, სიცხე... ვგრძნობ ჩემს ოთახში შემოდის დედა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი