***
მეც ისეთი ვარ, როგორც შენ და როგორც ხალხია, განმარტებებით, ამოხსნებით,რთული მიზნებით, რთულია ძმაო მანტოა თუ უფრო მანტია, როცა მაცვია, მე თქვენს სულში შემოვიშვები. არიან ბევრი და გარბიან უფრო მშიშრები, მერე რად მინდა სიყვარული თუ შევიშლები. გამოაცხობენ ძველ ამბებს და დაგაპურებენ და დაგიწერენ და გეტყვიან რთულად გასაგებს, არ დაგინდობენ შენ არ გაწყობს გაპამპულებენ, როცა მიხვდები გადააგდებ სულის გასაღებს. მეც ისეთი ვარ, როგორც შენ და როგორც ხალხია, ძველი ამბებით, სიყვარულით მაგალითებით და ვინც დანებდა ამ ცხოვრებას მასხე ახია თუ არ გავასწრებთ სადღაც მაინც გავბათილდებთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი