ლექსთევზა


თავს ვერ ვანებებ სიზმარივით უცხო სტრიქონებს,
ნაცნობ ქუჩებით მივუყვებით ყოველ საღამოს,
შენ წინ მიდიხარ, ისევ მასწრებ ამბებს მიგონებ,
რომ ლექსებ ნატკენს, სულგამოცლილს რაღაც მახარო.

დღეს სამწუხაროდ აღარავინ ითხოვს მოთმენას,
შენ გზააბნეულ ქუჩებში გაქვს ყველა ოთახი
არ აღიარებ და თან ამბობ თითქოს როდესღაც,
პატიებისთვის შენს წინაშე მუხლზე ვფორთხავდი.

არადა ღამემ ყველაფერი ისე შეავსო
როგორც კროსვორდი ჩვენზე, სადაც კითხვა გაბევრდა
ყველა სტრიქონი გადაყარე მაინც მომაქვსო
და ერთი ბიჭის მოთმინება ყლაპე აბებად.

რადგან აქედან ყველაფერი ხდება ნაცნობი
წვიმები, ქუჩა, სველი გზები, ზღვა და ტალღები
აღარ დალიო რაღად გინდა ისევ ამბობდი
და მოგონებებს სანთელივით ხელში ვალღვები.

ღამეებს მუქი სარაფნები ეცვა დილამდე
შენ ვერ გამიგე ვერ გაუგე ამ გულის ფეთქვას
ნეტა ოცნება დაბრუნების სადღაც მილაგდეს
და ისევ ვიყოთ თუნდ დროებით მაგრამ კვლავ ერთად.

ღამე ბორძიკით თუმცა მაინც თვალებს გაავლებს
ამ კროსვორდს ჩვენზე, სჯობდა გრძნობა ერთად გვეთესა,
ჩემი ლექსები მოგონების არის სამარე
და მაინც წვები ამ ლექსებში როგორც ლექსთევზა.

თავს ვერ ვანებებ სიზმარივით უცხო სტრიქონებს,
ნაცნობ ქუჩებით მივუყვებით ყოველ საღამოს
შენ წინ მიდიხარ ისევ მასწრებ ამბებს მიგონებ,
რომ ლექსებ ნატკენს, სულგამოცლილს რაღაც მახარო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი