როდესაც


როდესაც სისხლძარღვებში უშენობა და
ფილტვებში ნაკლები ნიკოტინია,
მაშინ ვიწყებ ფიქრს, იმაზე თუ
რამდენად შევძლებ შენს დავიწყებას...
წამები წუთებში ლაგდებიან მწკრივად,
საათი კი მაინც არ ჩერდება,
არ გავს იმ საათს, სოფლის
სახლის კედელზე რომაქვს დაკიდებული
და სულ თორმეტ საათს აჩვენებს,
ეს ის დროა როდესაც 
ბაბუაჩემმა ბოლოჯერ გადაავლო 
თვალი ჯოჯოხეთს 
და სამოთხისკენ წავიდა...
ღამე კი მეტი სასმელით ღვიძლში 
და ნაკლები ტვინით ვმოძრაობ,
ანუ შემიძლია ვიამაყო უკომპლექსო ვარ.
ვეწევი სიგარეტს და ლექსებს ვწერ,
აქედან გამომდინარე ჩემს ლექსებს
სიგარეტის სუნი ასდის...
დღესაც ბოლოჯორ ვთქვი არ დავლევ თქო
მაგრამ ლექსის დაწერა მომინდა
ახლა ვზივარ და ვწერ.
ბოლო კათხა ლუდი დავლიე,
ბოლო ჩემს მტერს, დღეს ბოლო...
ვიღებ კალამს და ვიწყებ ხატვას
წერა დამავიწყდა,
ვხატავ და ვხვდები, რომ დროა
წერა გავიხსენო 
თორე არასოდეს
შემიყვარებ ფხიზელს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი