წვიმს


ეს ის შემთხვევაა როცა წერა
გარდაუვალია და ღამეა სუფლიორი.
ბოლო ამოსუნთქვა...
სულში შეგრძნებ მარტოობის, შიშის
და სუ... იცი? დის, ღრუბლებს წვეთები,
წვიმს და ყველა ჩუმდება 
ქუჩაში მხოლოდ ძაღლები ყეფს,
თვალების დახუჭვა მოგინდება 
შენც დაუფიქრებლად ხუჭავ თვალებს...
და უსმენ...
როგორ მეორდება ნაბიჯები,
როგორ მარტოვდება ნაბიჯები,
როგორ ცალკევდება ნაბიჯები,
დადიან სხვადასხვა მხარეს,
შედიან სხვადასხვა სადარბაზოში,
ადიან სხვადასხვა სახურავზე,
ემსგავსებიან ადამიანებს
და უბრალოდ ხუჭავენ თვალებს
უსმენენ ქარს. იწყებენ ღიღინს
და მარტო რჩებიან...
საკუთარ თავთან.
ნაბიჟებთან.
ქართან,
სულთან.
შორია ყველა სუნთქვა ერთმანეთისგან
და ამდროს ამოსუნთქვით ითბობენ თითებს
მე გავდივარ.
კულისებში და ჩუმად ვჩურჩულებ.
ეს ის შემთხვევაა როწა წერა გარდაუვალია.
და ღამეა სუფლიორი.
ახლა კი დროა... 
უკაცრავად... იცი დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის...
მე ვხუჭავ თვალებს და ვუსმენ შენს ნაბიჯებს...
შენ ამოსუნთქვით ითბობ ხელებს,
გერეთ  კი, 
უბრალოდ წვიმს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი