***
ზიხარ უბრალოდ, ფანჯარასთან და გარეთ არ თოვს, შენ შიგადაშიგ გადაყლაპავ ტკივილის ლუკმებს გადიხარ გარეთ სახლში ყოფნას არავინ არ გთხოვს, რადგან მარტო ხარ, მარტოობას ეჩვევი უკვე. არაფერს იტყვი და კიბეებს ჩაყვები ნელა, ქუჩაში მხოლოდ სიჩუმეა სიჩუმის ხმები, თითქოს უყვარხარ არავის და უყვარხარ ყველას თვალებს ხუჭავ და მარტოობას პირისპირ ხვდები. აღარ ხარ ბავშვი და ღიმილის არიცი არსი, გულში ჩაკეტე ბავშვობა და წლები წარსულის, დრო მომავალში დამიჯერე ყველაფერს წაშლის... მაგრამ თამაში მეგობარო ჯერ არ დასრულდა... როლი მოირგე არაფრის და რჩები არაფრად, გამჩნევს ყველა და შიგადაშიგ არავინ გამჩნევს. დილაა ყველგან რახანია შენთან დაღამდა მიყვები ისევ ამ ცხოვრების გაცვეთილ სარჩევს. შენ რახანია აღარავინ გკითხულობს თითქოს, სულში წვიმის ტბებია და თვალებში დარდი გადიხარ გარეთ გამუდმებით სიყვარულს ითხოვს, თავს გარიდებენ და სულ ყველა შენიდან გარბის. ზიხარ უბრალოდ ფანჯარასთან და გარეთ არ თოვს, შენ შიგადაშიგ გადაყლაპავ ტკივილის ლუკმებს, გადიხარ გარეთ, სახლში ყოფნას არავინ არ გთხოვს, რადგან მარტოხარ მარტოობას ეჩვევი უკვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი