მე რთული გზა მაქვ
მე რთული გზა მაქვს, ან ვირთულებ ადვილი არ მსურს, სული მძიმეა, ძლივს დავათრევ მშიერს და დაღლილს, ვერ დააბრუნებ გარდასულს და უკვე გასულს, ადვილი არ მსურს, ან უბრალოდ, ადვილი არ ღირს. სანამ მშველიან ფიქრები და სანამ მოთოვს, სანამ ამინდი შეიცვლება, ხასიათს ვშველი, შემდეგ ფილტვებში შევინახავ ფიქრების ფოთოლს, და სანამ მოთოვს, ქუჩებია წვიმისგან სველი. ქუჩები უფრო მარტივია თუ გინდა გესმის ხშირად გღლის და მაინც ისევ ბრუნდები უკან, (ქურდი ქურდია აქლემის და თუნდაც ნემსის) ისე იცხოვრე ცხოვრებასთან რომ გქონდეს ფუკა. მე რთული გზა მაქვს, ან ვირთულებ ადვილი არ მსურს, სული მძიმეა ძლივს დავათრევ მშიერს და დაღლილს, ვერ დააბრუნებ გარდასულს და უკვე გასულს, ადვილი არ მსურს, ან უბრალოდ, ადვილი არ ღირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი