ბაბუს
სანთლების მწკრივი... კედლებზე ჩრდილებს ეთამაშება ხელის თითები, ესაუბრება ბაბუა შვილებს... და შვილიშვილებს აცვიათ ბებოს შალის წინდები. ძაღლი კარებთან გაწვა ჩრდილივით. ახალი წელი დადგა და სუფრას მიუსხდა ყველა, ხოლო ღიმილი?! ხოლო ღიმილი არავის სურდა ყველა მიუსხდა სოფელში სუფრას. გავიდა ღამე დღე და შვილები, ყველანი ერთად იყვნენ და თოვდა, კედელზე შავად იყო ჩრდილები კარებთან ეგდო მეზობლის ქოლგა და (გარეთ თოვდა თოვდა და თოვდა) ყველანი ერთად ბოლოჯერ ერთად ვიყავით მახსოვს დაბერდა წლები, ბაბუა როცა წავიდა ღმერრთთან ბაბუამ როცა გაშალა ფრთები... სანთლების მწკრივი კედლებზე ჩრდილებს, ეთამაშება ხელის თითები, ესაუბრება არავინ შვილებს... და შვილიშვილებს აცვიათ ბებოს შალის წინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი