სიზმარი


მესიზმრებიან ჩვენი შვილები,
ილუზიები ჩვენი წარსულის.
ჩემი ლექსები ნაშიმშილები ,
შენთვის გასული და არ გასული.

ჰო შენს თვალებში დარჩა ბავშვობა,
ძველი ლექსების ფოტო ალბომი,
ვეღარ მოასწრო ქუჩამ გაშრობა,
და შენ გარბოდი, თან არ გარბოდი...

გივიწყებდი და დღემდე გივიწყებ,
შენზე ლექსები გახდა ირიბი
ვწერ ყვავილებზე, ანდა ტირიფზე,
ხანდახან შენზე, ხანაც პირიქით.

ჩვენი ქუჩების ვეძებ მისამართს,
ვიპოვე მაგრამ კიდევ დავეძებ
ვინახამ მე შენს, ყვითელ თმის სამაგრს
ვდარდობ შენს გულში სიცოტავეზე.

მესიზმრებიან ჩვენი შვილები,
ჩანთებით, როგორ მოდიან სახლში
და ხის ტოტები, უფრო წვრილები
ვიდრე სიზმარში და ვიდრე ცხადში.

ახლა ფიქრები შენ მოგნატრიან
და შენ გნატრობენ ჩემი თითები
ცრემლების ზღვაში ის ჰომალდია
სადაც შენ ვეღარ დაიძირები.

მენატრები და ადრე ვიძინებ,
ხეებს ერევა შენი სურნელი
გულში ლოდივით, არის სიმძიმე
განკურნებადი განუკურნელი.

ქუჩებში მხოლოდ დარჩა ღრუბლები,
წვიმის წვეთების არის რიგები
და შენ ბრუნდები თან არ ბრუნდები
ხანაც წვიმდები და არ წვიმდები.

ჩვენი ქუჩების ვეძებ მისამართს...
ვიპოვე მაგრამ კიდევ დავეძებ,
ვინახავ მე შენს ყვითელ თმის სამაგრს,
ვდარდობ შენს გულში სიცოტავეზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი