დრო უსათუოდ დაგღლის თორნიკე
დრო უსათუოდ დაგღლის თორნიკე, დრო მკურნალია მხოლოდ გიჟების ღამის სიჩუმე არის მორიგე ჩემი, ჩემი და ჩემი სიზმრების. როცა ქალაქში ხმაა სიჩუმის ჩვენ დაგვავიწყდა ყველას მთავარი, ვაშლი მიგორავს, ხოლო მიჩურინს ფეხზე კიდია, უკვე ცხრა არი. უკვე მტრედებიც აღარ ღუღუნებს, უყურებ თავს და არ გინდა შეგრცხვეს. ხმა ჩაწყვეტია ამ წელს ბულბულებს, დააგვიანდა მოფრენა მერცხლებს. ფიქრები ისევ ვერ სცდება ოთახს და ნიკოტინი აყვითლევს კედლებს ვუსმენ ბეთჰოვენს, ყანჩელს და მოცარტს ხოდა სიჩუმეს მოვუსმენ შემდეგს. დრო უსათუოდ დაგღლის, თორნიკე, დრო მკურნალია მხოლოდ გიჟების, ღამის სიჩუმე არის მორიგე ჩემი, ჩემი და ჩემი სიზმრების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი