ლექსი: ,,როდემდე გელოდო"


სიტყვები არ მყოფნის,
ვერ აღვწერ სადა ხარ,
დრო არ მყოფნის ამ ქვეყნად,
კვლავ დავწერ - მიყვარხარ!!!

მე ხელით ჩამოვშლი,
თმების კონებსა,
მზეს ყელთან გადავშლი,
თმების ფერებსა!!!

სიტყვები არ მყოფნის,
ვერ აღვწერ ვინა ხარ,
დრო არ მაქვს მზად ყოფნის,
კვლავ დავწერ მიყვარხარ!!!

როდემდე გელოდო,როდემდე გეძახო,
როდემდე ვემდურო მთების ფერებსა,
როდემდე გეძახო,როდემდე გელოდო,
მთებს შემოვლილი ალალ ფერებსა!!!

მერე სულთანაც დავიწყებ საუბარს,
მერე თვალებიც გეტყვიან იცოდე,
კოცნა დავაპირე,ვღებულობ მე უარს,
გელოდე,როდემდე,გელოდო როდემდე!!!

სიტყვები არ მყოფნის, 
ეს მძაფრი სიტყვები,
სიტყვებით ავანთებთ,
საბადურს გპირდები!!!

სიტყვები არ მყოფნის,
ვერ აღვწერ ვინა ხარ,
დრო არ მაქვს მზად ყოფნის,
კვლავ გეტყვი მიყვარხარ!!!

ავტ: // თორნიკე ხაბაძე// 
27.06.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი