ლექსი: ,,ომი მშვიდობას წაგვართმევს"


რას იზამ დაო,როცა ომია,
როცა ომში სიცოცხლის ბედია,
რას იზამ ძმაო,როცა ომია,
ყოველი ერთგული სიკვდილის ბედია!!!

ოჰ,ომში მიდიხარ,ემშვიდობები,
სამშობლოს,სავანებს,ველებს და ფარდაგებს,
ოჰ,ომში მიდიხარ და გახსენდება,
დედა ქალ-ღმერთი,მტრედი და ვერანი!!!

რას იზამ ძმაო,როცა ომში ხარ,
და გახსენდება მშობლის სითბოღა,
რას იზამ დაო,როცა ომში ხარ,
და გახსენდება პატარაობა!!! 

ომი მშვიდობას წაგვართმევს,
ნუ გავიწყდებათ ძმანია,
სიცოცხლის მუდამ მზრახველი,
ერთ მუჭაშია ბარდია!!!

ომი სიკვდილისა ამარჯვებს,
აქვეყნებს სილაბუსებსა,
ომში წასული ქალ-ვაჟი,
მუდამ სხვენშია ბედკრულსა!!!

ომშიც ხომ იბრძვიან და-ძმანი,
სხეულთ აბადია ჯავშანი,
ომშიც ხომ ისვრიან მტარვალებს,
სხეულთ უკაწრიათ ბარდანი!!!

ჩემს სამშობლოში ომია,
ამბობს პატარა კახია,
ჩემს სამშობლოში იბრძვიან,
რუსიც ხომ ჩვენი მტერია!!!

ქართველ ვაჟკაცს,სისხლის ფასად,
სამშობლოსთვის უბრძოლია,
ჯარისკაცის მკრთალ ფიქრებში,
წარსულს მწარედ უთოვლია!!!

ომი მშვიდობას წაგვართმევს,
და სიბნელეც დაისადგურებს,
ომი მშვიდობას წაგვართმევს,
და სინათლეც მალე იბარბაცებს!!!

შვილის ცივი სახის ნახვა,
მშობელს ნატვრად გაუხდია,
შვილის სახელით,მის სახლზე,
ჩირაღდანი აუნთია!!!

ჩირაღდანის დანთებიდან,
ქართველს მალე შეუტყვია,
ჩირაღდანი მალე ჩაწვა,
კარზე ქართლის დენთი მოსდგომია!!!

მათთვის,ვისაც მტრის ნასროლმა,
ქართველს მკერდი გაურღვია,
სამშობლოსთვის მებრძოლს,მღუპავს,
ღმერთს ცის კარი გაუღია!!!

არ გაჩერდეთ ქართველებო,
გმირ-ქართველთა ხმანი ისმის,
არ გაჩერდეთ ქართველებო,
გმირ-შვილებთა ბრძოლა გვესმის!!!

გმირ ბიჭებთა მოსაგონად,
საფლავიც ვერ აუგიათ,
გაყინული მათი ძვლები,
ცივ მიწაზე დაუწვიათ!!!

რას იზამ დაო,როცა ომია,
ომშიც იღუპება მშვიდი სულია,
რას იზამ ძმაო,როცა ომია,
ღმერთო გვაშორე დიდი ომია!!!

ავტ: // თორნიკე ხაბაძე//

16.03.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი