შვილებზედ


შვილებზე

ბედნიერებას ჩავკიდე ხელები
ავიტაცე და ვკოცნე ლოყებზე, 
როდის ვიყავით ჩვენ ამხელები?
როდის ვმღეროდით დედის ნოტებზე?

ბედნიერებას ვეძებდი ჩემთვის..
ვიპოვე, შვილის თვალებში ვნახე..
მივიღე, როგორც წყალობა ღმერთის..
სიზმარშიც ვხედავ ორივეს სახეს..

ვუყვები ზღაპრებს, ვუყვები ლექსებს..
ვეხუტები და ხანდახან ვაქებ..
მომავლისათვის ყველა გზას ვეძებ..
მათ ღირსებებზე მე პასუხს ვაგებ.. 

თორნიკე კუჭაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE