გათითოკაცება
პოლიტიკურ გემოვნებებში ვიკარგებით - საინფორმაციო ომში, ერთმანეთს ვკლავთ და არც არავინაა პატრონი, რომ გაგვაშველოს, დაგვარიგოს, შეგვარიგოს, გაგვაერთიანოს. იქეთ ევროპა გვექაჩება, აქეთ რუსეთი და ამასობაში ცხოვრება მიდის. ის ცხოვრება, რომელშიც ბავშვები შიმშილობენ. ის ცხოვრება, სადაც ქალების 50% მოწყვეტილია ოჯახს, შვილებს, მშობლებს, შვილიშვილების კი მესენჯერით იცნობს. ერთი მუჭა ყვეყანა და ათასობით დაცლილი სოფელი, მთის პირობებს გამოქცეული მოსახლეობა და თბილისის იმედზე დარჩენილი თავკომბალა საქართველო. ერთი მხარე გვეუბნება: აბა, ომი გინდათ?! მეორე მხარე უკანალს აჩვენებს მტერს და Ჰგონია, რომ ეს ძალის დემონსტრირებაა. აქეთ სიღაკატაკე, იქეთ - ძველი, კარგად დავიწყებული, მაგრამ მაინც ნაცნობი სახეები.. არცთუ წმინდა წარსულით. "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!" - ჰო, ამაზე გამახსენდა, ეს ლექსი საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს, ისე, რომ მიზეზებიც არ აგვიხსნას, თუმცა რა? ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.. ილიას გროტესკით გულდამშვიდებასაც არ გვაცდიან.. აქეთ ლიბერალების მგმობელები, იქეთ ფსევდოლიბერალები.. აი ისეთები, უფლება რომ მისცე, წამში გადაგცემენ გილიოტინას თუ შენი აზრი არ მოეწონათ. მოკლედ, დიდი პოლიტვარხალალია და კრება მხიარული.. პური, სანახაობა და არაფერი რეალური პრობლემებისთვის. 5.01.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი