შეფუთვის დიდოსტატი


ფრთაგაშლილ სიკვდილს უცქერდა თვალი
მისი სიდინჯით უკრთოდა გული
მზერას ვერ ჰგლეჯდა ვერაფრის ძალით
მწყობრი სიშავით გონდაკარგული

ცოცხლად მოსილი სითეთრის მჭრელი
დიოდა, როგორც არსება წმიდა
თვალზე შეცვლილი სინათლის ცემით
ბინძურ სიშავეს სანატრელს ხდიდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი