მხოლოდ სიკვდილით იბადება ადამიანი


შეუძულებლად ვერ შეგიყვარე ხატებავ ღვთისავ
ცნებით გავსილი ვერ დაგიტიე მანკების ქარში
თავის საპოვნად თავსა კარგავ, თავსავე დისავ
ასამაღლებლად სიღრმეს ეძებ ბნელეთის ალში

ცხადად საყოფად როცა გვტოვებ და როცა ქრები
შენით დაცლილი რით ივსება კალამიანი?!
თეთრი ფურცლების გამელნებით, შავებით ვხვდები
მხოლოდ სიკვდილით იბადება ადამიანი!



22.06.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი