დაუმთავრებელი ემოციბი


ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ადამიანები ისე იქცეოდნენ, როგორც არ ველოდი, იმ მომენტში მქონდა, მხოლოდ დროებითი პროტესტი მათ მიმართ. ამის შემდეგ კი გააზრებულად, თუ გაუაზრებლად იწყებოდა ხანგრძლივი ბრძოლა საკუთარ თავთან. კითხვები ასეთია: რატომ? როგორ? რანაირად? რა გავაკეთე არასწორად? არასდროს მდომებია რომელიმე ადამიანისაგან ცუდი ემოცია დამრჩენოდა, ცუდად მეფიქრა მათზე, ამიტომ ამ ყველაფერს, ჩემს ემოციებს, ვბლოკავდი საკუთარ თავში. ამან კი საბოლოო ჯამში გამოიწვია, ის, რომ დაუმთავრებელი, დაუკმაყოფილებელი გრძნობები მაქვს ადამიანების მიმართ, რომელიც ხანდახან მგონია ბურთი ჩემს სხეულში, რომელიც ყელში მაწვება და მინდა, რომ ვიყვირო, მინდა ყველას საბოლოო პასუხი დავუბრუნო, მინდა დავუსვა კითხვები და მივიღო ყველა მათგანზე სწორი პასუხი. იგი მაიძულებს, რომ საკუთარი თავის შედარებები გავაკეთო ხოლმე, ბევრ სხვა ადამიანთან, იქნებ ამით მაინც მივიღო ჩემს კითხვებზე პასუხები. როდესაც ეს ტალღა გადაივლის, ვხვდები, რომ ამ ყველაფერს არანაირი აზრი არ აქვს და არც მათი განხორციელება შემიძლია. საბოლოო ჯამში კი გამოდის ისე, რომ მთელი ცხოვრება ვრჩებით ამ დაუმთავრებლ ემოციებთან ერთად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი