ღამის ფიქრები


არ ვიცი თუ რა ვთქვა,
ამხელა ბიჭი ასეთ რამეებზე ვფიქრობ
მაგრამ ღრმად გულში მაინც ბავშვი ვარ რა ვქნა,
ახალი წელიც აღარ მიხარია,ბედნიერებას ვაქრობ,
ღმერთო მიმყოფე ოჯახი კარგად და ბედნიერად, სხვა რა ვთქვა?
მე ისევ ამაზე ვფიქრობ..

მინდა იყოს ყველა ოჯახი კარგად
მინდა იზეიმოს კაცოვრიობამ
მთავარია რო უსამართლობას და ეშმაკს დავუდგეთ მაგრად.

ვერანაირად ვერ ვიქნები მე ის კაცი
რომელიც იცოცხლებს დიდ ხანს
მე არასოდეს მეცოდინება ჩემი ფასი
ვიცი რომ ჩემი გადაწყვეტილებით განანებთ დიდ ხანს.

ახალი წელი დადგა
ფიქრი კვლავ რთული მაგრამ ვდგავარ მე მაგრად,
ღმერთისთვის მე ბევრი რამ მითხოვნია
მაგრამ ამათგან გამოვარჩიე მე ოჯახის ყოფნა კარგად.

დედა შენ კი ბოდიში, მამა შენც გიხდი ბოდიშს, 
ძმაო, შენც არ გტოვებ პატიების გარეშე, 
იცით რომ ვეძებდი მე ჩემს შანსს
მაგრამ ვერ ვქენი, ვერ ვძლიე.

სიბნელეში თითქოს და ასი თვალი მიყურებს,
სიკვდილი მოდის ნელა, ჩუმ ჩუმად
ცელს კი კუთხეში აყუდებს
წავიდა, ჩემი ცხოვრება ფუჭად.

არ ვიმსახურებდი მე ამ ქვეყნად მოსვლას
არც დედის ალერსს, არც მამის დარიგებას
სხვაზე კი ლაპარაკიც არ მინდა,
რა იცი, ეგებ მე არ ვიყავი რაც გინდა.

სიტყვებით ვერ ავღწერ აზრს
რა ვთქვა არ ვიცი
ფიქრს თუ მიცემ შანსს
მაგრამ მალევე, 
ისიც დაკარგავს აზრს.

ღამეა ბნელი,
სადაც სიჩუმე ხმაურობს
სიტყვა უთქმელი
იქ სადაც ხალხი ჟრიამულობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ცხოვრებაში ნულიპოეტი3 კვირის წინ

2024წლის 31 დეკემბერი
2:59

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი