მუხურა ჩემი მუხურა


თუკი ილიას უყვარს ყვარლის ლამაზი მთები,
ვაჟას ჩარგალი და აკაკის გიჟი ჩიხურა,
ლადოს ბარდნალა ცა თბილისის, ცა ფიროსმანის,
მე სიყვარულის ჩანგს მიჟღერებს ჩემი მუხურა.

სხვას სხვა უყვარდეს ვინ ედავება,
თავის ნააკვნარს ვინ უწოდა განა ხუხულა,
მეც მივარს ჩემი ნააკვნარი , ვით უკვდავება
ანკარა წყარო მეტეხა და ჩემი მუხურა.

ზვიადმა მთებმა თვის ამაყი ფრთები შეკეცა,
თავის კალთებქვეშ გზები მომცა არ დამიხურა,
მიყვარს ეს მთები, ამით მიყვარს სამშობლო ჩემი
მიყვარს სამშობლო, რამდენადაც მიყვარს მუხურა!
 
                                                   მიხეილ აბესაძე. 1956 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი