ქალი თვით ქალზე ძვირფასი
ვხედავ, რომ ისევ მოსულან წუთები, როცა ჩემთან ერთად მიუყვები ქუჩებს, იღიმი, მეხები და ჩემში სიხარულის სასიამოვნო სიოს იწვევ. გახარებული მე ზეცას აღვაპყრობ მზერას და მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ამ მძიმე ცხოვრებაში არსებობს ყველაზე მშვენიერი ქმნილება ქმნილებათა შორის - ქალი. ამას ვაკეთებ ყველაზე გულწრფელი ფორმით - ჩემს გულში. შენ კი ამ დროს, თითქოს გულთამხილველი იყო, მეკითხები შენი ტკბილი ხმით: ,,ცოტნე, რა არის შენთვის ამ ქვეყნად ქალზე ძვირფასი?" მე გაოგნებული ვარ ამ კითხვის მოსმენით, გიმზერ თვალებში და დაბნეული ბავშვივით ვიღიმი. ბევრი ფიქრის გარეშე აღმოხდენილი სიტყვებით, გპასუხობ: ,,ქალზე ძვირფასი შენა ხარ, ქალი თვით ქალზე ძვირფასი." ამ სიტყვების მოსმენა მსიამოვნებს, თუმცა გაცილებით მეტად ნასიამოვნები ვრჩები, როცა შენს სახეზე ბავშვურ სიცილს და იმას ვხედავ, თუ როგორ მიახლოვდება შენი სახე; როცა შენი ტუჩების სითბოს გრძნობს ჩემი ლოყა. მე გეხუტები, გეხუტები ძლიერად და ეს წამები მინდა, რომ არასოდეს ამოიწუროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი