ცოტნე არჩვაძე - ფოტო

ცოტნე არჩვაძე

პოეტი, ფილოსოფოსი

0 39

თოვა


თოვს. საკვირველია მშვენიერების იდეა, რომელიც საკუთარ თავს ამჟღავნებს ბუნების სილამაზეში.
თოვს. ჩემი ცნობიერების მზერა დაუტყვევებიათ თოვლის ფანტელებს.
თოვს. საოცრად მომინდა წერა. მინდა, მივუძღვნა ამ სილამაზეს პოეზიის შედევრი.
თოვს სიცივეში; ჩემი გული კი თბება.
თოვს. პოეზიის სივრციდან გამოემართნენ მუზები ჩემს სულში დროის გასატარებლად.
თოვს სიცივეში და თოვს სულში; გული კი უფრო და უფრო თბება.
კომენტარები (0)