მე მესმის შენი
მე მესმის შენი. მე მესმის შენი ტირილის ხმა, რომელიც ჩემსას მაგონებს. ჩვენი ცრემლები ძმები არიან (ჩვენგან განსხვავებით). შენი ძვირფასი გრძნობები ძვირფას ადამიანად გხდიან. ჩვენ შეიძლება საუკეთესო ძმაკაცები ვყოფილიყავით - მე მესმის შენი, თუ აწ უკვე ეს არ გინდა. სიყვარულს, რომელიც შენშია, ჩემში მყოფის პარალელურ სხივად წარმოვიდგენ. მათ ორთავეს ერთი ორიენტირი აქვთ. შენი გაანათებს ამ ჩვენს ობიექტს, რადგან მე ახლაც ჩემსას ჩემად ვეღარ ვიტან. მინდა ეს პარალელი დაირღვეს. ზოგჯერ მსურს, რომ არაფერი ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ. ჩვენ სულის ტკივილი გვაკავშირებს და ღვთის სიყვარულიც, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ერთმანეთი არ გვძულდეს. რამდენი ჩვენს ადგილზე ერთმანეთს მტრებად გაუხდებოდნენ. შენ მე ღირსეული მაგალითი მომეცი, რომლის გამოყენებაც მსურს ჩემს სასიკეთოდ. ყველაზე დიდი ღირსება თავისუფლებაშია და მე მინდა მჯეროდეს, რომ ოდესმე შევძლებ ჩემი თავის უფალი გავხდე. ბედნიერებაა, როცა უსაყვარლეს ქალთან ერთარსებად იქცევი, მაგრამ უფრო დიდ ბედნიერებად მიმაჩნია თავისუფლების ღვთაებრივი მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, რომ გიფიქრია, რომ არავის (მათ შორის არც მე) ესმის შენი, მაგრამ დამერწმუნე, მე მესმოდა ტირილის ხმა, რომელიც ჩემსას მაგონებდა; მე მესმის შენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი