პოეტური სიყვარული


მე მიყვარს ქალი, რომელიც ჰგავს ჩემს იდუმალ პოეზიას; თვალები რომ ლამაზად დაწყობილ სტრიქონებს მიუგავს, შეხედავ და თანდათანობით იძირები მის სიღრმეში; ხმა რომ საუცხოო ლექსის მელოდიას მიუგავს, მოუსმენ და სადღაც სულში აღიძვრება სურვილი დროის გაჩერებისა. მე მიყვარს ქალი, რომელიც ჩემი ჯერ კიდევ დაუწერელი სათუთი ლექსია, რომელსაც არ უყვარს, როცა უგრძნობად კითხულობენ. მე მას ვხედავ ისე, როგორც ჩემი პოეტური გრძნობა ხედავს შთაგონების ცაზე მფრინავ მუზებს. მე მიყვარს ჩემი ქალი. ის ჩემთან ერთად სეირნობს ჩემი ქალაქის ქუჩებში, რომლებიც პოეზიის შუქით ნათდებიან. მე მიყვარს ჩემი ქალი, ჩემი პოეზია და ეს ქალაქი, რომელიც ჩემში ცოცხლობს. მე მის ქუჩებში ჩავეხუტები ჩემს ლამაზ გოგოს და ყურში ნაზად ჩავჩურჩულებ ერთსტროფიან ლექსს, რომელიც მის გულს სასიამოვნოდ გაათბობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი