გაზაფხულის ყვავილი
მე გაზაფხულის ერთი ლამაზი ამინდი ვარ, რომელიც გაივლის. ეს ამინდი ისევ დადგება. ვიცი, ყველაფერი მოძრაობაშია. ვხვდები, რომ უძრავი არაფერია. გაზაფხული ზაფხულით შეიცვლება. შემდეგ ისევ გაზაფხული მოვა. იქნებ ეს კანონზომიერებაა უძრავი? არა, ისიც მოძრაობაშია, რადგან ყველაფერი მდინარეა. მე გაზაფხულის თეთრი ყვავილი ვარ. მალე აღარ ვიქნები. ამასთან, მე სულ ვიქნები, რადგან გაზაფხულიც და ეს ყვავილიც მუდამ შენშია, უკიდეგანო სამყაროვ. მე სამყარო ვარ, რადგან ჩემში ფეთქავენ სივრცის უსაზღვროება და დროის მდინარება. მე მათში ვრჩები. ისინი მუდამ ჩემში არიან. ჩემი სული დაეძებს ღმერთს. ის მიელტვის რაღაც მეტს, ვიდრე ეს სამყაროა; თვითონ კი ამ სამყაროს ხმაა. ყველაფერი ჩემშია. მე გაზაფხულის ყვავილი ვარ. მოვკვდები და დავიბადები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი