მესამე გზა
სიამოვნების დიონისურ მორევში გადავეშვები. და თავს მოვიკლავ გამაბრუებელ ნივთიერებათა ქაოსით, როგორც ემი ვაინ ჰაუსი. ამ სიკვდილში ვიპოვი შვებას, რომელიც იქნება ჩემი კოსმოსი. შენ დაბრუნდები. ჩემ ,,მე"-ს, დაღუპვის ზღვაში მოცურავეს იგრძნობს შენი ნაზი გული და გეტკინება ჩემი არსებობა. შენ ამომათრევ სველი მორევიდან და დამანახებ, რომ ტერენტი გრანელი მართალი იყო. შენ მარტოობას მაჩუქებ; მე შეგიყვარებ ამ საჩუქრისთვის. როდესაც მზად ვიქნები, მე შენს თვალებში ჩემს სულს შემოვუშვებ და ჩემს წინაშე გადაიშლებიან შენი სულის უსაზღვრო ჰორიზონტები. მე დავივიწყებ წყეულ სიცოცხლეს და აღარასოდეს მივეცემი სიკვდილის ზღვას. მე შენში მესამე გზას ვჰპოვებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი