სამყაროზე
რიცხვები უსასრულოდ მრავლდებიან. დრო უსასრულო მდინარეა. სივრცე უსასრულო ადგილია. რა არის უსასრულობა? ასტრონომია ამბობს, რომ დედამიწიდან 34 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში მდებარეობს სუპერმასიური შავი ხვრელი. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მასშტაბის მანძილზეა საუბარი, განვსაზღვროთ დედამიწისა და მზის დაშორება, რომელიც არის 8 სინათლის წუთი (წუთი და არა - წელი!!!). სინათლის წელი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის თავისი სიჩქარით (300 ათასი კილომეტრი წამში!!!) ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს კიდევ ახლოაო, და ამიტომაც ვხედავთო ტელესკოპებით... თუ სამყარო უსასრულოა, მაშინ არ შეიძლება მას ერთი მთელი ვუწოდოთ, რადგან მთელი განსაზღვრულია. თუ სამყარო ერთი მთელია, რა არის მის საზღვრებს მიღმა? აჰ, იქნებ ეს ყოველივე მხოლოდ გონებაშია ისევე, როგორც რიცხვები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი