სიჩუმე
სიჩუმე არის დეფიციტური. ბევრი ხმა ისმის. არსად ყოფილა ნირვანა ისეთი საოცნებო, როგორც აქ. მეოცნებე სულს ზღაპრები უყვარს. ბუდას მოსმენით კაიფში ვარდები. ტერენტი გრანელივით, სიჩუმეს მიიჩნევ შენს სათუთ დად, რომელიც შენი ლირიკული სულის ერთ-ერთი ლამაზი სახეა. ამბობს პოეტი: ,,მე მინდა გაფრენა". სიამოვნებით გაფრინდებოდი და დაიპყრობდი სივრცეებს, სადაც აქაური ხმაური მკვდარია, მაგრამ ციხეში ხარ და ფრთები გაქვს დაჭრილი. ჭრილობებიდან სისხლი გდის და ამის შემხედვარეს ღაწვები გისველდება, საკუთარი თავი გებრალება. რა სისუსტეა! შენს არსებას ზიზღი სდის, როცა აცნობიერებ, რომ სუსტი ხარ. შენ ვერ ეგუები უუნარობას და გძულს არსებობა, რომელშიც ხარ ჩავარდნილი. ოჰ, ეს ყოველივე ხმებია. აუტანელ ხმაურს ქმნიან. როგორი დეფიციტურია სიჩუმე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი