წამების წამები
რატომ არ ჩერდება მდინარე - წამები? რატომ აქვს ასეთი ძლიერი დინება? სული მაქვს დაღლილი და განაწამები; მჯერა გავფრინდები, თუ ღმერთმა ინება. სადღაც მიღმიერი მეძახდა ყოველთვის; რაღაც ამ მიწაზე სულს არ უხარია. დროის მიღმიერი ხმა უფლის მომესმის... დრო ჩემი სულისთვის ცხელი ბუხარია. წამები წამების ხდებიან მიზეზნი; როდესაც ვიხრჩობი, გაფრენა მწადია. აქ მრავალს მოსავენ სიკვდილის იერნი, სიცოცხლე აქ მხოლოდ წამების წამია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი