მელანქოლია


სადღაც ზოლია სისხლის,
მელანქოლია იწვის.
სადღაც თოლია ტირის.
ვხედავ, მოლია მიწის!

მდგომარეობა თითქოს რგოლია,
ვეღარ დაიწვა მელანქოლია!
სახეს ცრემლები გადაწოლია,
სახეს შეხედე, შენი ცოლია!

ამ ყოველივეს უნდა მოთმენა!

მდგომარეობა თითქოს
საღ გამოსავალს ითხოვს.
ჩემი გონება ფიქრობს,
თავს ვეღარაფრით ირთობს.

ეს ყოველივე იწვევს მოწყენას.

მოწყენილობას გაფანტავს თოლია!
ცაში ჩიტების ფერთა ზოლია.
აქ მიმატოვებს მელანქოლია,
ჩემი სახის წინ ჩემი ცოლია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი