სულ ეყვარები სულს!


ცხოვრება გამოცდას ჰგავს.
შენ ისევ მიმძაფრებ დარდს.
მე შენი სურვილი მკლავს!
ფიქრებში კვლავ გჩუქნი ვარდს.

გჩუქნი ვარდს, მზერას გაპყრობ,
მზერითვე უმალ მათრობ;
მერე კი ზეცას აპყრობ
თვალებს და სევდას გატყობ.

ცხოვრება გამოცდას ჰგავს.
ფიქრებს ვერ ვანებებ თავს;
შენ მათში მბრძანებლობ კვლავ,
ძლიერი წყურვილით მკლავ.

ჩვენ ხვალ ვიქნებით ერთი,
ჩვენში იქნება ღმერთი.
სულ ეყვარები სულს,
შენს სულში გადასულს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი