ვინ მისწვდება რეალობას


ვინ მისწვდება რეალობას ისე, როგორც არის?...,
თითქოს ამაოებაა და დევნაა ქარის;
თითქოს ფილოსოფიაა უსარგებლო სახის,
თითქოს თვითილუზიაში მაღლა ფრენა არის.

ამ თვალთან სულ ბურუსია, ამ თვალთან სულ წვიმს;
ეს თვალი მზეს ვერ იხილავს, ეს თვალია ბრმის.
ჭეშმარიტება ასხივებს; რეალობა მღლის;
ზეცის სხივებს ვერ ვირეკლავ, წამი რჩება დღის.

ღმერთი რარიგ შორს არის და რა ახლოა თანაც,
თითქოს შენი მტერია და ამავე დროს მამაც;
საწყალ ბრმას ვერ გაუგია სწორი გზა დილემებში,
მას მთავარი ეკარგება უღვთო, ფუჭ იმედებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი