შენთან ყოფნა
უშენოდ მე ვერ ვიქნები, გამიგე, სიყვარულის სასთუმალი დამიგე! მოდი, კოცნით დაგიამო თვალები, ტრფიალების თასით გადამთვრალები. მინდა ისევ ჩაგეხუტო, გესმის ეს? ჩახუტების თბილი სხივი ერთვის მზეს. რომ გეხვევი, ხელს ვერ გიშვებ და ვდნები, თუ გგონია, მოგეშვები, ძან ცდები. დავიღალე, აღარ მინდა ეს ცდები, ეგრე წრეზე სიარულს ვერ გაცდები. რომ გეხვევი და გიკოცნი მაგ ტუჩებს, არ თქვა, რომ შენს ტკივილებს ვერ ვაყუჩებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი