Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_udime1fjl883jdue7l9tqsohp4, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვერ გივიწყებ - ცოტნე არჩვაძე | პოეზია

ვერ გივიწყებ


მე შენ გელოდი, შენ კი არ ჩანდი
და ირეკლავდა ეს სული ლანდებს.
პოეზიაში ვიძირებოდი,
შენზე ვამბობდი: ,,ნეტავ აქ გაჩნდეს!"

ჩემი თვალები იყო მწუხარე,
როგორც ყინვაში ცალი ბეღურა,
და თითქოს წლები ვიყავ მდუმარე,
ერთბაშად ბევრი მუზა მესტუმრა.

ეს სახე ცრემლით ბევრჯერ ვინამე,
რადგან მიყვარდი შეუძლებელ დროს;
მე ოცნებებში კვლავ შენ გიწამე
და ვერ გივიწყებ ვერსად, ვერასდროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი