საოცნებო მხარე


მე ვოცნებობდი და ვიოცნებებ
მხარეზე, სადაც არის მშვიდობა;
მხარეზე, სადაც არ იომებენ,
სადაც ყოველი კაცი ინდობა;
სადაც იქნება ბავშვი უცრემლო,
მშობლის ცრემლი კი - სიხარულისა;
სადაც ყვავილობს ვარდი უეკლო
და ჰარმონია სიყვარულისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი