ობოლი ბავშვი
თბილისში, სადღაც, ქუჩის ბოლოში მშიერი ბავშვის დაისხა ცრემლი; ამ დროს მდიდარი იყო ოქროში, ამ დროს იარაღს ტენიდა კრემლი. რა იყო ფასი და სასყიდელი ობოლი ბავშვის ტანჯულ თვალებთა? რად იყო ომი ამჟამინდელი ან, თუნდაც, უწინ საუკუნეთა? დედის საფლავზე ტიროდა ბავშვი; მისთვის არ იყო სიცოცხლე ლაღი. ბავშვს ბავშვობისა არ ჰქონდა საშვი, სულს უმძიმებდა მას დიდი დაღი. რა არის ზრახვა გაუმაძღარი, კაცთა გონება რომ მოუცვია?! ომი რად არის დაუსაძრახი, კაცთ სასაკლაო რომ მოუწყვია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი