ჩემი ცხოვრების მუზას
იებით ამ წამს იყავი ჩემთან, ჩემთან იყავი, ოღონდაც, ამ წამს; ჩემო ძვირფასო, ყველაფერს ვიზამ, ჩემო ოცნებავ, რომ მყავდე კარგად. არაფერია ისეთი წყნარი, ვით შენთან ყოფნა, ძვირფასო, მარი! როდესაც სულში არის ავდარი, ვნატრობ არ იყო მხოლოდ სიზმარი. შენი იაა შენი ღიმილი და შენი ვარდი - მზერა მზიანი. უშენოდ ყოფნა - სულის ტკივილი; შენთან ყოფნა კი - სიამიანი. როცა შენთან ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, მიყვარს ციმციმი შენი თვალების. მწამს, რომ ოდესღაც ცოლად შეგიცნობ, დედოფალი ხარ ქვეყნად ქალების! პოეზიაში დიდი მუზა ხარ, რადგან ერთ პოეტს ძლიერ უყვარხარ. შენი მშვენება ატყვევებს მის გულს, მუსიკალურს ხდის დამძიმებულ სულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი