აღარ მსურს უშენოდ
დავიღალე და მე აღარ მსურს უშენოდ ყოფნის ამდენ ხნით თმენა! მინდა, რომ ახლავე ჩემთან იყო, რომ მაძინებდეს შენი ხმის სმენა! ცხოვრება არის ძალიან მძიმე, შენთან ერთად კი ის მსუბუქდება. დავიღალე და მე აღარ მსურს ვიყო უშენოდ, გული წუხდება. გული წუხდება შენი სიშორით, შენთან ახლოს კი არის ნეტარად, ნეტავ იმ წამებს, შენთან რომ ვიყავ, გულს შენი სითბო ექცა ნექტარად, დამათრობელად, ჩემო ძვირფასო, და სიყვარულის ქნარად, გიტარად. შენთან ყოფნა მსურს კვლავ, ჩემო კარგო, ეს სიმარტოვე მრჩება იარად. მე შენ მიყვარხარ და გიძღვნი ამ გულს, მინდა ცხოვრების შენთან ტარება, შენ შეგიძლია, ჩემო ლამაზო, ამ რეალობის გაფერადება. ყველაზე მეტად მინდა შემეძლოს შენი სათუთი გულის ხარება. შენ მშვენიერი ქართველი ქალი და ჩემი გულის ხარ გახარება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი