შეშლილობის შარფი
შევიშალე. შევიმშვენე შეშლილობის შარფი. სიამაყით სიამეში სერენადა დავდგი. წამწამები წამ-წამობით წკრიალებენ. წარბი... წარბიც კი არ შევიხარე, ისე ვყარე დარდი. დარდი მარდად შემეპარა, დავახვედრე ვარდი - ჩემი სულის წიაღიდან ამოსული ჭარბი მუსიკალურ ნოტთა დასი, ჟღერადობა ხარბი. შევიშალე. შევიმშვენე შეშლილობის შარფი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი