Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_8dpfnt8qlfb1k9ucpr1esj5ov0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ღელვა - ცოტნე არჩვაძე | პოეზია

ღელვა


როგორ გსურს თქვა კარგად ვარო,
სულიერი გაახარო...
თუ გსურს სულის ეზო ბარო,
იყავ ფხიზლად, მეგობარო!

სულს ძლიერი მოვლა უნდა.
ირგვლივ ყველგან ქაოსია.
ლტოლვის ქარი ახმაურდა;
ეკლიანი პათოსია.

მძიმე არის ჭკუის სწავლა.
შეცდომები მრავლად ხდება.
ცხოვრების მძიმე გზის გავლა
უკვალოდ არასდროს რჩება.

მინდა დავგმო ღვარძლის ენა;
მუდამ მქონდეს ღმერთის რწმენა,
კეთილი სიტყვების სმენა,
სიხარულის ცრემლთა ცვენა.

მინდა მწამდეს სასუფევლის,
რომელსაც მოიტანს ქრისტე;
სიყვარულის მზისებრ ელვის
და სიბრძნის მსურს ვიყო კიდე.

ჩემი სული არის ღელვა,
ზღვა ის არის, რაც მას იწვევს.
არსებობა... ქარი... ევა...
ელვა პოეტს გამოიწვევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი