იესო ქრისტე


მარადიული არსთა არსის ზეანარეკლო,
სიბრძნევ, სიკეთის, სიყვარულის წყაროვ უშრეტო,
სიცოცხლევ, გზაო ჭეშმარიტო, მარადიულო,
კაცად შობილო მაცხოვარო, მხსნელო იესო!

სრულყოფილებავ, სინათლეო ამ ბნელი სოფლის,
კაცურ ბუნებით დამნთხეველო სისხლის და ოფლის,
გთხოვ, შემიწყალო! ბრწყინვალებავ, სიცოცხლის წყალო,
ძალა მომეცი, რომ ჩემი ძმა მუდამ ვიწყალო!

მასწავლე, ჩემი გული სუფთა როგორ გავხადო,
საოცარ სიტყვით, უმაღლესო მასწავლებელო!
ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ მეფედ ცხებულო,
მინდა, რომ მუდამ შენ მიყვარდე, შენ გიერთგულო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი