ცუდი კაცის გმინვა
ფსიქიკაშერყეული, ცუდი კაცის გმინვა - მოსასმენად - მძიმე, ასატანად - რთული. ამ კაცისადმი განწყობა - როგორც მშრალი ყინვა, ყველასაგან დავიწყება, რომ მასაც აქვს გული. ფისიქიკაშერყეული, მტკვრის პირს მყოფი, ეული, ცუდი კაცი მარჩიელობს, თუ რა უყოს თავს; ყველასაგან გარიყული, დამნაშავე, სნეული, საკუთარ თავს ასამართლებს, დაუნდობლად კლავს. ფსიქიკაშერყეული, დაუნდობელი მკვლელი, საკუთარ სულს დანით ჩეხავს და უსერავს თვალებს; მისთვის აღარაფერი აღარ დარჩა ქველი, ვერ პატიობს სამყაროს უსამართლო ვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი