დაიკო


იმედი... იმდენი იმედი
შობილა ჩემს გულში, დაიკო!
ცხოვრება ასეთი მტანჯველი,
არ ვიცი, დაიკო, რად იყო!

დაიკო, მახსოვხარ წარსულში,
როდესაც მფარველი აქ იყო.
ბავშვობა მატყვია ღრმად სულში.
წარსულში შენ მყავდი, დაიკო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი