სიყვარული გულებს ათბობს


რამდენი ხანია გელი,
რამდენი ხანია გნატრობ.
ფიქრებში მოგხვიე ხელი,
ფიქრებშიც სულ შენით ვხარობ.

ჩემი ღაწვებია სველი,
როცა უშენობა მახრჩობს.
კვლავ ჩვენს ერთად ყოფნას ველი,
კვლავ სევდის დიდი ხე ხარობს.

მჯერა გადაივლის სევდა,
კვლავ შენი სითბო გამათბობს;
მჯერა სულ ვიქნებით ერთად.
სიყვარული გულებს ათბობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი