ფიქრის ცუნამი
მარტო ვარ ისევ, კვლავ ფიქრი მიწევს; ჩემი გონება მძვინვარე ზღვაა. ფიქრის ცუნამი გონებას მიმღვრევს, ვხვდები, რომ ბოლო სრულიად სხვაა. დავთარეშობდი, ვით მარტის წვიმა, ცნობის სისავსე მე თან არ მახლდა. მერე დავფიქრდი, ვიძახე: ,,ვინ ვარ?!" მაგრამ პასუხი არსად არ ჩანდა. სადღაც იების სუფევის მხარეს მახინჯი სული მშვენიერობდა. ის მიელტვოდა სიწმინდის არეს და საგალობელს ჩემში მღეროდა. აქ, წუთისოფელს დაბრუნებულმა ნაზად ვაშორე მძიმე შუბლს ხელი და გულმა, კვლავ ვერ დაწყნარებულმა, გამოიწვია თვალები სველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი