სიცოცხლე ინთება
რა გინდა, სატანა?!!, მე შენი ატანა აღარ მაქვს, წადი! მომშორდი! რამდენი მანანა ამ გულმა საკანმა! დამწუხრდა წამი, მოვღონდი. ფიქრების დასტამ და ამ სულმა მწუხარემ დამღალა, გაქცევა მინდება; მაგრამ სად გავიქცე, მაგრამ ვის გავექცე?! მე ჩემს თავს ვერ ვცდები, ბინდდება... სიმღერა მინდება და ცოტა ნათელი, აღარ მსურს ამდენი გოდება, მე ვმღერი ამ სტროფებს, შენ გელი ამ დრომდე, ვიმღეროთ, ეს გული ცხონდება. მუსიკა მწყურია და თავისუფლება, მახრჩობს ეს ბოროტი მარყუჭი, მჭექარე ხმით ვმღერი, სიცოცხლე ინთება, სევდისგან კი რჩება ნაჭუჭი. ცხოვრება აინთო, მემ თავი გაირთო, წავიდა წამების საათი, ბოროტი განქარდა, წამება დასრულდა, ღმერთმა მას უცხადა შამათი! ეს რწმენა აცოცხლებს სულებს ტანჯულების და გულებს ხალისით აავსებს, ინათებს სიცოცხლე, იმარჯვებს სიკვდილზე; ქრისტე მე სულ წმიდით ამავსებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი