ელიას სული
უიმედოდ ცხოვრება აუტანლად ძნელია, რწმენა უნდა გაგაჩნდეს, იყო, როგორც ელია! აწმყო თუ კი გიწყდება, მომავალი მთელია, სამყაროს შემოქმედი გწამდეს, რომ სულ ქველია! თუ კი სასო გიკვდება, თუ კი შენში გველია, ნუ მოუსმენ მის სისინს, ის გადამთიელია; ის არ ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობს მოსე, ელია... შენ სიკეთე აკეთე, ელტვე მას, რაც წრფელია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი