ზეციური სიმშვიდე
მე ამ სოფელში ხეტიალი ცოტა მომწყინდა, მინდა, ჩიტივით უდარდელად შემეძლოს ფრენა. სულის წიაღში ფერთა ლანდი საამოდ წვიმდა, როცა მიწისგან მთლად დაცლილი მოჩანდა ზენა. სულის გაზაფხულს ეგებება ციური მხარე, ახლა სიმშვიდე დაივანებს ჩემში მარადჟამს. იქნება ლხენით შეფერილი ყოველი არე, სადაც იმ მიწას, მარწუხიანს, სივრცე აღარ აქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი