მსჯავრის თითი
როდესაც სხვისკენ მსჯავრის თითს ვიშვერ, მაშინ არ მესმის ჩემი ქმედება, თუ როგორ ვგავარ ქრისტეს იმ მკვლელებს, რომლებთანაც ეს სული ერთდება. ამ სულს კი ის სურს, რომ იყოს წმინდა, რომ თვალთმაქცობა მისგან შორს იყოს; იცოდეს ის, რომ იმ სიღრმეს მიწვდა, სად ბილწი ხორცი ვეღარ ბატონობს. ბინძურ გულს ის სურს, რომ ზეავიდეს, სხვათა სიმცირით თავად იხაროს; სული ამ გულის გაწმენდას ეძებს და იმას ნატრობს, რომ მან ინანოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი