ჰარმონია


მიხვალ შიშველი მინდორს, წვიმა გისველებს კოჭებს,
მე კი შენს ნარნარს ვუმზერ, ნაზად გიყოლებ ნოტებს.
ჩვენი მუსიკა ერთვის ამ სილამაზეს იის;
მზეც თითქოს იღიმება, უწინდებურად გვიცდის.

ფანდურს შევახებ მიწას, ამ ჩემს თბილ ხელებს - შენს მკერდს,
ტკბობით ავავსებთ იმ წამს, როცა შეგვაქცევს მზეც გვერდს...
არ მოგვწყინდება ერთად ცის ვარსკვლავების ცქერა,
ყოველდილით ახალი ისტორიების წერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი